,,რუსეთს აქვს გეგმა - ბაზა კახეთში და წვდომა სადაზვერვო ინფორმაციაზე“ - შაშკინი ლავროვის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:14, 21 Feb, 2017     6359

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

"ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ „ბოევიკები“, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, ამ რისკების მინიმალიზებისთვის, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე" - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებებს საქართველოს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე არ თვლის, რომ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, 48 საათის შემდეგ გამოხმაურება ქართული მხარისგან, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, შაშკინი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციას ორპუნქტიანი გეგმა აქვს, ესენი გახლავთ კახეთში სამხედრო ბაზის გახსნა და წვდომა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

„ლავროვის დიპლომატია ბოლო 5-7 წელია გამოირჩევა იმით, რომ ის რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. იგი გასულია იმ ზონიდან, რომ დიპლომატია არც აინტერესებს, ამბობს იმას, რასაც თვლის, რომ რუსეთს სჭირდება. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იმავე თემასთან გვაქვს საქმე, ლავროვი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოსგან თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ეს ჟღერს ზოგადად და ზოგ შემთხვევაში ნეიტრალურად.

როდესაც ლავროვი საუბრობს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე, რუსეთს უნდა ორი რამ და ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა გამოძვრება ბევრი უნამუსო ადამიანი, რომელიც გააკეთებს კომენტარს და იტყვის, რომ ჩვენი სამართალდამცავები თანამშრომლობენ ამერიკელებთან, გერმანელებთან. კრიმინალისა და ტერორისტების წინააღმდეგ ხომ უნდა ვითანამშრომლოთ? აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.

ლავროვს და რუსეთს სჭირდებათ ორი რამ. პირველი, ეს არის ბრჭყალებში ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელშიც იქნებიან რუსი ოფიცრები, რეალურად იქნება დაკანონებული ახალი სამხედრო ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე, დამატებული იმ ორ სამხედრო ბაზაზე, რომლებიც არის ერთი ცხინვალის რეგიონში, მეორე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს იქნება მესამე, კონკრეტულად რეგიონზეც საუბრობენ, რომ უნდათ კახეთში ანტიტერორისტული ეგიდით შექმნილი სამხედრო ბაზა, რომელსაც ისინი არქმევენ ცენტრს და ყიდიან ამ იდეას, როგორც ტრენინგ ცენტრს, სადაც სამართალდამცავები გაივლიან მომზადებას, ეს ასე არ არის. თვეში მინიმუმ ერთხელ ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებში ხდება აჯანყებები, მებრძოლებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა, რომ შეჯახების ტერიტორიები დატოვონ და გავიდნენ მთებში, რუსეთის ჯარს ახლაც ძალიან უჭირს მთებში მათი დევნა, აქედან გამომდინარე, მთავარი ამაში არის ის, რომ რუსეთს უნდათ მეორე ფრონტი გაუხსნან ამბოხებულებს საქართველოს ტერიტორიიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება ჩათრეული იმ ომში, რომელიც მიდის ჩრდილო-კავკასიაში, რუსებსა და მეამბოხეებს შორის.

ასევე ძალიან საშიშია მეორე ფაქტორი, რასაც რუსეთი ითხოვს, ეს არის წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვაძლევენ დროდადრო, ანუ დაზვრევის სამსახურების მოპოვებულ ინფორმაციაზე. 2012 წელს მე ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა დამედო ხელშეკრულება, როგორიც მაგალითად აშშ-ს აქვს ისრაელთან, სადაზვერვო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშრებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სამწუხაროდ ამ ხელისუფლების ხელში გაჩერდა. როდესაც ქვეყანა იღებს სადაზვერვო ინფორმაციას, ბუნებრივია, რომ შესაძლოა შეეხოს სხვადასხვა ქვეყნებს, არა მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელზეც მუშაობს, არამედ სხვა ქვეყანასაც, ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს სრული ნდობა შენი პარტნიორი ქვეყნის, იმიტომ, რომ ინფორმაციის მიღებით, შენ შეგიძლია გახვიდე წყაროზე, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია არის მოპოვებული. საიდუმლოებზე წვდომა ყოველთვის ძალიან ლიმიტირებულია და შენ ამ ინფორმაციის საფუძველზე ყოველთვის მიაგნებ წყაროს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არ დაიდო, ჩვენი პარტნიორები ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ინფორმაციას გვაძლევენ არა ისეთ სრულყოფილს, როგორიც ჩვენ გვინდოდა 2012 წელს ყოფილიყო, ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენ ვფლობთ კონკრეტულ სადაზვერვო ინფორმაციას, რუსეთს უნდა ამ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, რადგან ბევრ ადამიანს დაებადა შეკითხვა, რუსეთს უკვე აქვს ჩვენი ყველანაირი ბაზა, ჩვენი სამართალდამცავების, ოფიცრების, გმირების მონაცემები, ამით ინტერპოლით აცხადებენ ძებნას, მეტი რაღა უნდათ?

რუსეთს წვდომა ბაზაზე უკვე აქვს, სახელმწიფო საიდუმლოებების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გაყიდულია, ჩვენს საიდუმლო ობიექტებზე რუსი ჯაშუშები სურათებს იღებენ, ნომერ პირველ საიდუმლო ობიექტებზე, რომლებზეც წვდომა მხოლოდ რამდენიმე პირს ჰქონდა. მათ უნდათ მხოლოდ ორი რამ, ეს არის ბაზა კახეთში და წვდომა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენ მიერ მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე. რომელიც ამ წუთისთვის, ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით, ჯერ კიდევ დაცულია“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42