თენგიზ ფხალაძე ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 16:51, 21 Feb, 2017     490
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა, რომელიც „საქართველოში კონფლიქტის შესახებ მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის“ მოსამზადებლად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დანილ ხოშაბო - ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილე, მარსელ კაპი - ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკური მრჩეველი, კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე, დაანონსებულ რეფერენდუმზე და არჩევნებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განიხილეს წებელდას ინციდენტი - ეკლესიის განადგურების და სამხედრო პოლიგონის მშენებლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე.

როგორც თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე მიესალმება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დონეზე ევროსაბჭოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იყო წინა წლებში და იმას, რომ 2016 წელს რუსეთი აღიარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალად და აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა იქ ადამიანის უფლებების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42