„დიახ, დიახ... პატრიარქის მდივან-რეფერენტიც მაღალი იერარქიაა“ - კაკაბაძე ციანიდის საქმეზე
პოლიტიკა - 15:13, 21 Feb, 2017     8704
უფლებადამცველი გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს "ციანიდი" ჩაუდეს.

"არსებობს ჩანაწერები, რომელიც ხალხმა ნახა და როგორც მე ვიცი ავთენტურია, გონებისთვის ძალიან რთული და ძნელი აღსაქმელია, თუმცა ისტორია იცნობს მსგავს ფაქტებს და თურმე ძალაუფლებისთვის, გამდიდრებისთვის და მომხვეჭელობისთვის ბრძოლა ასეთ ნაბიჯებს შესაძლებელია გადგმევინებდეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" კაკაბაძემ.

მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმეზე მან ადვოკატ ირმა ჭკადუასგან გაიგო, რომლის პირველწყარო, კაკაბაძის თქმით ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე იყო.

„ამ ადამიანმა ვინც ჩაწერა, ეს არის ირაკლი მამალაძე, მოუთხრო ირმას... ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რაზეც გამოძიება საუბრობს“- აღნიშნა კაკაბაზემ ჩვენთან საუბრისას.

კითხაზე: ჩანაწერში საუბარია თუ არა მაღალი სასულიერო პირის მკვლელობაზე უფლებადამცველი ამბობს:

„დიახ, დიახ, მაღალი იერარქია... პატრიარქის მდივან-რეფერენტიც მაღალი იერარქიაა. არ გამოვრიცხავ შორენას მკვლელობის მცდელობასაც. პეტრე გამხმოვანებელია ამ პროცესების - მე ასე აღვიქვამ.

მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმე „ამ პიროვნების (დაკავებული დეკანოზის) და პეტრეს დონეზე გადაწყვეტილი თემა არ არის.

„მას რომ არ ჰქონოდა ზურგი, ამის გარისკვა ძნელი იქნებოდა... ამის უკან რაღაცა სხვა ჩანაფიქრი დევს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ამოიხსნას....“- განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით „აქ კითხვები არ არსებობს, ამ ყველაფრის ატეხვა ცალსახად წინა ხელისუფლებას აწყობდა“.

„ნიუპოსტმა“ უფლებადამცველს პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის შესახებაც ჰკითხა, თუმცა ნანა კაკაბაძემ ოხანაშვილის დაკითხვაზე და მის მიმართ მამა იაკობის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა: „არ მინდა ამაზე კომენტარი, თავს შევიკავებ“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42