თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“ მარინა დათუკიშვილის განცხადებით საკრებულოს და მერიას პასუხები არ აქვტ და ამის გამო იმალებიან:
„არც საკრებულოს, არც მერიას არ აქვთ პასუხები თუ რატომ მოიფიქრეს, რომ ეს კორუფციული სქემა განეხორციელებინათ და ნაზღაიძისთვის რამდენიმემილიონიანი ქონება გადაეცათ. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს პასუხები და ყველა იმალება. მათ რეგლამენტის 41-ე მუხლი ავალდებულებთ რომ საკრებულოში გამოცხადნენ, მაგრამ მათთვის უკვე კანონიც აღარ არსებობს.“-
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან ეს კითხვები არა მარტო საკრებულოს ოპოზიციას, არამედ თბილისის მაცხოვრებლებსაც აქვთ, რომელთა ჯიბიდან ამოღებული ფულიც აჩუქეს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს:
„ეს არის უკვე სამსახურეობრივი გადაცდომის საკითხი და მათ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. იმ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ამ კითხვებს მარტო ჩვენ კი არ ვსვამთ, არამედ ის თბილისელებიც, რომელთა ჯიბიდანაც მათ მილიონები ამოიღეს და მოსამართლე ნაზღაიძეს და მის ოჯახს აჩუქეს. ჩვენ ვითხოვთ საკრებულოს სხდომის მოწვევას და როდემდე არ მოიწვევენ?“- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
იგივე მოთხოვნები აქვს საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრ დავით ზურაბიშვილსაც :
„კითხვა გვაქვს ყველას რატომ მოხდა კანონდარღვევა და კორუფციული გარიგება, რატომ გადაეცა ბატონ ნაზღაიძეს ამხელა თანხა, როდესაც ის მას არ ეკუთვნოდა. ჩვენ ასე შემოვლითი გზით მივიღეთ პასუხი, რომ სინამდვილეში ეს ნაზღაიძისთვის კი არა სხვისთვის იყო განკუთვნილი . ანუ რეალურად კორუფცია აღიარეს, მაგრამ იმისთვის კი არა სხვისთვის გვინდოდაო. მერე მიხვდნენ რომ ეს პასუხი არ ვარგოდა, მაგრამ სხვა პასუხიც არ აქვთ“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისის მერის და დედაქალაქის მთავრობის გადადგომის საკითხის დადგომის მომხრეა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი სევდია უგრეხელიძე.
„შევხვდებით და ვისაუბრებთ, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს ეს“- განაცხადა უგრეხელიძემ.
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თვმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის თქმით თბილისის მერია და საკრებულოს უმრავლესობის წევრები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ:
„ეს არის მათი მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევა, მათ ადექვატური ქცევის ნაცვლად პოლიტიკური ევთანაზია ჩაუტარეს საკუთარ თავს“- განაცხადა ბუხრაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით რეგლამენტის კანონი მერიის თანამშრომლებმა შეგნებულად დაარღვიეს:
„რეგლამენტის კანონი დაირღვა შეგნებულად, რას ნიშნავს ეს? თუ გაგვიუქმა ივანიშვილმა სახელმწიფო გვითხრან და გვეცოდინება მაინც რომ სადარბაზოებთან უნდა დავხვდეთ ვიღაცეებს“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






