„ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
პოლიტიკა - 14:31, 21 Feb, 2017     1306
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა (ათეშ - სპარსულად ცეცხლი, გაჰ- ადგილი, იგივე „ცეხლის საგზებელი“) ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია; ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ.

ათეშგას კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა.

სხვადასხვა ისტორიული ცნობისა და მკვლევართა მოსაზრებების მიხედვით, ნაგებობა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში.

არსებული მოსაზრების თანახმად, ნაგებობა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა, 1735 წელს, თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ-ერთად, სწორედ აღნიშნული ნაგებობა მოიაზრება.

1986 წლის 14 ნოემბერს, სსსრ მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით, „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში მდებარე ძეგლებისთვის, საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციტივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 21 თებერვალს „ათეშგას“ ხელახლა განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42