შორენა საპატრიარქოში რომ მოვიდა, მე იქ დავხვდი, ის პატრიარქის ერთგულია - ნანა კაკაბაძე
პოლიტიკა - 14:18, 21 Feb, 2017     9683
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა. მისი განცხადებით, ილია მეორეს ე.წ ციანიდის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

კაკაბაძის თქმით, ის პატრიარქის ​ მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსაც ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი სახელი კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენეს, ვისაც საპატრიარქოს გავლენის შესუსტება ჰქონდა მიზნად.


"ნიუპოსტი" მეტი დეტალის გარკვევას უშუალოდ კაკაბაძესთან შეეცადა. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ მასთან საუბრისას უწმინდესს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამს, რაც ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ "კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს".

"შეხვედრის არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს, მასზე საუბარი არ ყოფილა, უჩა იყო მანამდე შესული, სანამ მე შევიდოდი. რაც შეეხება პატრიარქს, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ილია მეორეს მწირი ინფორმაცია ჰქონდა, რადგან ახლადნაოპერაციები იყო და დასუსტებულ პატრიარქს სრული ინფორმაცია არ მიაწოდეს, ეს საერთო გადაწყვეტილება იყო, იმ პირების უმრავლესობის მხრიდან, ვინც იქ, გერმანიაში იყო და აქაც, საპატრიარქოშიც იგივე პოზიცია იყო, შესაბამისად მას (ილია მეორეს) მომხდარზე ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა.

დღეს დაელაპარაკებიან მეუფეები და ილია მეორეს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ვიდრე ჰქონდა. პატრიარქისთვის გულის გახეთქვა არ უნდოდათ, ამიტომ არც მწვადს წვავდნენ და არც შამფურს, არც ის იყო, რომ არაფერი არ სცოდნოდა, მარგრამ არც ისე ხდებოდა რომ სრული ვერსია სცოდნოდა იმისა, რაც ტელევიზიებში ხდებოდა. მარტო მას კი არა, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შორენაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაერკვა დეტალებში რა ხდებოდა მის ირგვლივ"- უთხრა "ნიუპოსტს" ნანა კაკაბაძემ და იქვე დასძინა, რომ პატრიარქის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ მან საქმის დეტალები სრულფასოვნად გაიგოს: "ყველაზე სწორ და ადეკვატურ რეაგირებას სწორედ ის მოახდენს".

მისივე განცხადებით, შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც უწმინდესის დავალებებს ასრულებს.

მე ვიცნობ შორენას, ის რომ საპატრიარქოში მოვიდა, მე მას მანდ დავხვდი. შორენა პატრიარქთან ჩემს მერე მოვიდა. ჩვენ საერთოდ გვიყვარს მითების შექმნა, მართალია, რომ შორენა პატრიარქის უახლოესი ადამიანია და პატრიარქის ნდობა მას ცალსახად აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რასაც შორენა აკეთებდა, აკეთებდა პატრიარქის დავალებით და თუ შორენა აკეთებდა ისეთ რაღაცეებს, რაც პატრიარქის დავალებებში არ შედიოდა, მაშინ ეს უნდა ეთქვათ პატრიარქისთვის და ის მიიღებდა მყისიერ გადაწყვეტილებას. პატრიარქი ბოლომდე ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას, მან გუშინ ერთი ფრაზა თქვა, რითაც ყველაფერი თქვა - პატრიარქი ყველაფრისთვის მზად არის და მზად არის, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ჯანსაღად.

თუ შორენა ვიღაცის კერძო, მერკანტილურ ინტერესებს ეღობებოდა, ეს მათი პრობლემაა.... რაში გამოიხატება დაბლოკვა? - მეუფეები, მღვდლები, ბერ-მონაზვნები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ, ახლაა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრთხიოლდებიან მის ბოლომდე ინფორმირებას, გული არ გაუსკდესო?! ასეთი ინფორმაცია მტრისას, ასეთი ინფორმაცია ადრე არ ყოფილა, ამიტომ შეზღუდვით ინფორმაციის მიწოდება ახსნადია, თუ სხვა რამეს უზღუდავდნენ, რატომ არ ამბობდნენ - მე არ მქონია შეზღუდვა, ყველაფერს ვეუბნებოდი პატრიარქს და ამათ ვინ ზღუდავდა არ ვიცი. მე არ მიმაჩნია დამაჯერებლად, რომ მეუფეებს ვიღაცა ზღუდავდა. რაღა ერთი მეუფე ლაპარაკობს ამაზე, დანარჩენმა 47 -მა ილაპარაკოს იყვნენ თუ არა შეზღუდულები. როცა ერთი ამბობს ამას, იურიდულადაც ერთი მოწმის ჩვენება არასაკმარისია“- აღნიშნა კაკაბაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42