ლავროვის განცხადებაზე ჩვენი ხელისუფლების წაყრუება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია - მამუკა ჟღენტი ხელისუფლებას მოქმდებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:05, 21 Feb, 2017     2192
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვნელის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი, რომელიც ამ ფონზე ხელისუფლების წარმომადგენელთა საკითხისადმი ,,წაყრუებას“ და მათ კომენტარებს უსუსურს და სახელმწიფო ღალატის ტოლფასს უწოდებს.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მორიგი მიუღებელი და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული სიჩუმეა.

სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, დღეს გაკეთებული კომენტარები არა მხოლოდ უსუსური და მიუღებელია, არამედ ასევე მიზნად ისახავენ ყურადღების გადატანას ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების მხოლოდ იმ ნაწილზე, რასაც ჩვენი საზოგადოება უკვე შეეჩვია და სიახლეს არ წარმოადგენს.

კერძოდ, არის მცდელობა, რომ ყურადღება გამახვილდეს და უსუსურად, მაგრამ მაინც უარყონ ის ფაქტი, რომ ქართული მიწების ოკუპაცია აღარ წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს საერთაშორისო ასპარეზზე. აღნიშნული წარმოდგენს საქართველოს ხელისუფლების უუნარო და მცდარი საგარეო პოლიტიკის შედეგს. თუმცა, აღნიშნული ვითარება არახალია. ლავროვის განცხადება შეიცავდა უფრო მნიშვნელოვან საფრთხეს, რომლის უარყოფაც და იგნორიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს აზიანებს და სერიოზული რისკების შემცველია.

საქართველო, როგორც “ტერორისტების ნავსაყუდელი, ნარკოტრაფიკისა და იარაღით უკანონოდ მოვაჭრე სახელმწიფო” კრემლის მხრიდან მოიხსენიებოდა პერიოდულად. ასე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობისას. როგორ წესი, აღნიშნული ბრალდებები წინ უძღოდა კონკრეტულ აგრესიულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სამხედრო ხასიათის. ორივე მმართველობის პირობებში ხერხდებოდა აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობისა და ავანტიურისტული შინაარსის გამომჟღავნება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციისა და შეშფოთების დროული და ჯეროვანი მიწოდება.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ბრალდებებზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირების გარეშე, არ უნდა გამოირიცხოს კონკრეტული პროვოკაციები რუსეთის მხრიდან. პრობლემის წაყრუება და ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩვეული საკითხის გადაფარვის ან სისულელეების ძახილით საკითხის გაფეტიშება, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია. გთხოვთ, იმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებში!“ - წერს დიპლომატი ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42