გიგი წერეთლის განცხადებით ხელისუფლება ჯანდაცვის ხარჯებს ვერ ართმევს თავს და ამისთვის ჯანდაცვის პროგრამას ცვლის:
,,იმის გამო, რომ ხელისუფლება წლიდან-წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ვერ ართმევს თავს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეცვალოს პროგრამა. ის შემოთავაზება და გადაწყვეტილება, რომელიც დღეს არის, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს ერთის მხრივ სადაზღვეო კომპანიებს, რომლებმაც განაცხადეს ამის თაობაზე და მეორეს მხრივ ათეულობით ათას ადამიანს. იმისათვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობის და სადაზღვეო კომპანიების დაზარალება, საჭიროა ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობა. შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ შეხვედრები როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და სამედიცინო წრეებთან, რათა შევთავაზოთ სწორი გადაწყვეტილება. გაცილებით მაღალი უნდა იყოს მიზნობრიობა და მეტი როლი უნდა ითამაშონ სადაზღვეო კომპანიებმა. ეს არის სწორედ ის ინდუსტრია, რომლებმაც სახელმწიფოს ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს და იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული შემოსავლები აქვთ სათანადო ხელმისაწვდომი პროდუქტები უნდა შევთავაზოთ. საჭიროა შეიქმნას საბაზო პაკეტი, რომლითაც მთელი მოსახლეობა ისარგებლებს. ეს იქნება ის მნიშვნელოვანი სერვისები, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და აუცილებლად უნდა მოხდეს დიფერენცირება ჯგუფების შემოსავლების და შესაძლებლობების მიხედვით.’’ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






