სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიაში ე.წ. „Gender Friendly“ გარემოს ქმნის
პოლიტიკა - 13:11, 21 Feb, 2017     1797
გენდერული ბალანსის გაუმჯობესება, ენერგეტიკის სფეროში მდედრობითი სქესის თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კარიერული ზრდის თანასწორი მექანიზმების დანერგვა - ეს ის საკითხებია, რომლებზე სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს. ამ კუთხით კომპანია, USAID-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.

ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროში არსებული პროფესიები და სამუშაო ადგილები უფრო მიმზიდველია მამაკაცებისთვის, ვინაიდან ასოცირდება ფიზიკურ შრომასთან. მიუხედავად ამისა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გადააფასა პრიორიტეტები და მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩართულიყო, კომპანიაში გენდერული ბალანსის გაუმჯობესების პროცესში.

ამ კუთხით კომპანიაში იცვლება და ინერგება რიგი საკადრო რეგულაციები და პროცედურები. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაციისა და პროფესიულ განათლებაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მოზიდვის მიზნით, 2016 წლიდან გაეშვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები სტუმრად ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 საჯარო სკოლას. მე-8, მე-9 კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილები თემაზე ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები, მნიშვნელობა და პერსპექტივები. მოსწავლეთა ნაწილს ჩაუტარდა ექსკურსია კომპანიის კუთვნილ ჰიდრო და აირტურბინულ ელექტროსადგურებზე. გაკვეთილები ჩაატარეს კომპანიაში დასაქმებულმა, ენერგეტიკოსმა ქალბატონებმა, რაც მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, იყო მკაფიო მესიჯი, რომ დარგი მომხიბვლელია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. გაკვეთილებს, ჯამურად დაესწრო 1500-ზე მეტი მოსწავლე, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. პროექტს ექნება პერმანენტული ხასიათი.

კომპანიაში მოქმედი წესების საფუძველზე, სამსახურის მაძიებელთა ე.წ. გაფილტვრა არ ხორციელდება გენდერული ნიშნის მიხედვით. დასაქმების პროცესში, კომპანიაში არსებულ პოზიციათა აბსოლიტური უმრავლესობისთვის გამოიყენება პროფესიული ტესტირების მექანიზმი, რაც გამორიცხავს რაიმე სახის სუბიექტივიზმს. გასაუბრების შემთხვევაში, შერჩევის კომისია, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კანდიდატებს. ამავე დროს, შერჩევის კომისიის დაკომპლექტება ხდება გენდერული ნიშნის გათვალისწინებით.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა გადამზადების საკითხს და სთავაზობს მათ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა თუ კურსებს: ინგლისური ენის და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების მონაწილეთა შერჩევისას, სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად გათვალისწინებულია და დაცულია გენდერული ბალანსის საკითხი.

2016 წლის ბოლოს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ მონაწილეობა მიიღო მე-3 გლობალურ ფორუმში - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ (პანამა), სადაც დააფიქსირა კომპანიის მიღწევები ამ მიმართულებით და მიიღო მაღალი შეფასება.

„მიუხედავად, უკვე გადადგმული ნაბიჯებისა, არსებული სიტუაცია არ არის საკმარისი გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით და კომპანია გააგრძელებს აქტიურ მუშაობს ამ მიმართულებით“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42