ლავროვის განცხადება ხელს შეუშლის უვიზო მოგზაურობის ამოქმედებას- ენმ მთავრობას მკაცრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:02, 21 Feb, 2017     2128
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმღვანელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი, უკიდურესად შემაშფოთებელია.

როგორც პარტიის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ლავროვის აღნიშნული განცხადებაზე ადეკვატური იქნებოდა სიგნალის დაფიქსირება, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან შეჩერდება.

„გუშინ, მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებთან დაკვაშირებით მინდა აღვნიშნო - პირველ რიგში ძალზედ შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადებაზე ოფიციალური თბილისის კომენტარი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არაა. თუმცა, ამჯერად, ლავროვი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს საფრთხეს ტერორიზმისა და დანაშაულის ექსპორტის მხრივ.

ამ განცხადებით მან თქვა, რომ საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს, რადგან ქვეყანაში რელურად არსებობს დანაშაულისა და ნარკოტიკის ტრეფიკინგის საფრთხე. ამავდროულად, მან პირდაპირ დაადო ხელი საქართველოს, როგორც ტერორისტების ექსპორტის წყაროს. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ დღე-დღეზე უნდა დავიწყოთ უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში.

საქართველოს მხრიდან ამ განცხადებას უნდა მოჰყოლოდა მკაცრი რეაქცია. მაგალითად - კარასინი-აბაშიძის შეხვედრა იქამდე არ შედგება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ისეთი განცხადებების კეთებას, რომელიც დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42