ლავროვის აღნიშნულ განცხადებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა:
„შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა, დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან, ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ, ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიონის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშუტად, საქართველოსთან მიმართებით, არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან, სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 ათასი მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ მათ თავს ვერანაირ პრეროგატივას ვერ მოვახვევთ. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისათვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ სავიზო რეჟიმს ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ლავროვმა ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.
"ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ „ბოევიკები“, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, ამ რისკების მინიმალიზებისთვის, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე" - განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






