შენობა-ნაგებობებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა სრულად აიკრძალოს
პოლიტიკა - 12:41, 21 Feb, 2017     5639
შენობა-ნაგებობებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა სრულად აიკრძალოს. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება - პრობლემები და გამოწვევები“ კონფერენცია-გამოფენასა და საკომიტეტო განხილვას გამართავს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის ინიციატორი პარლამენტარი გუგული მაღრაძეა. კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები.

წარმოდგენილი პროექტი კანონში არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, პროექტით შემოდის თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა: ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა;

საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის განსაზღვრული ადგილისა (ადგილებისა), რომელიც უნდა იყოს სრულად (კედლებით) გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

განმარტებითი ბარათის, მიხედვით პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ ემატება შემდეგი: არ დაუშვას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.

აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42