„ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა“ - აბაშიძე ლავროვის განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:31, 21 Feb, 2017     1937
მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ორი დღის შემდეგ საქართველოს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის აღდგენა წარმოადგენს. როგორც გამოცემა „ტასსი“ იტყობინება, ამის შესახებ ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას რთული საკითხი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ ამ საკითხის განხილვა არარსებული დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე.

ლავროვმა ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

„დღეს ვაკეთებთ კომენტარს და დაგვიანდა ან გაფუჭდა ამით რამე? რა გაფუჭდა იმით, რომ ვთქვათ ერთი დღის შემდეგ გაკეთდა კომენტარი და არა იმ წუთში, რაიმეს ხედავთ ამაში პრობლემურს? რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში არის რადიკალური სხვაობა, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ეს ომი, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო, თავის პოლიტიკით არაფერი. იმისათვის, რათა მომხდარიყო ის კატასტროფა, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42