"ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს
პოლიტიკა - 11:40, 21 Feb, 2017     1353
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგი ოთო კახიძემ გამართა

,,ზუსტად ცხრა თვის წინ, გასული წლის 19 მაისს, ორი შვილის მამა გიგა ოთხოზორია ცინიკურად მოგვიკლეს. მისი მკვლელი, რომელიც გადაღებულია ვიდეოფირზე, რაშიდ კანჯიოღლი დღემდე არ არის ინტერპოლით ძებნილ პირთა სიაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ჩვენი ოფიცრების ძებნაზე დასმას ისე, რომ არანაირი მტკიცებულებები მათ საქმეებში არ მოიპოვება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს, აწარმოოს კომუნიკაცია ინტერპოლთან და ჩვენი მოქალაქის მკვლელი რაშიდ კანჯიოღლი მოხვდეს ძებნილთა სიაში, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალში მისი საქართველოში ექსტრადირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც გულისხმობს მტკიცებულებების გაცვლას, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებას და მეორე, საქართველოს ხელისუფლებას იმდენი ინტერპოლით ძებნილი პირი მოუხსნეს პოლიტიკურად მოტივირების გამო, რომ ავტორიტეტი და ნდობა შეიძლება ჰქონდეთ დაკარგული. რომელი მიზეზია არ ვიცი, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში, ფირზე გადაღებული მკვლელის ინტერპოლის ძებნაზე დასმას რომ ვერ ახერხებს მთავრობა - სამარცხვინოა,’’- აცხადებს ოთო კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42