კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით IDFI რეკომენდაციებს ავრცელებს
პოლიტიკა - 11:20, 21 Feb, 2017     1190
საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით IDFI-მ მოამზადა რეკომენდაციები. IDFI მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობისას, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ისეთი საკითხები როგორებიცაა: კარგი მმართველობა, ინტერნეტის თავისუფლება და უფლება კარგ ადმინისტრირებაზე:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში „კარგი მმართველობის“ სახელმძღვანელო პრინციპის დამატება

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების ძირითად პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილებას. აღნიშნული პირნციპი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განმსაზღვრელ დებულებას, და, იმავდროულად, იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს მენეჯმენტის ფორმას. თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის სისტემაში სახელმწიფო მენეჯმენტის ფორმას, იგივე კარგ მმართველობას აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. ესაა მონაწილეობა, კონსენსუსზე ორიენტირება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება, ეფექტურობა და შედეგზე გათვლა, მიუკერძოებლობა და ინკლუზიურობა, კანონის უზენაესობა.

კარგი (ეფექტური, დემოკრატიული) მმართველობა უზრუნველყოფს საჯარო მმართველობითი ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას სადაც:

- მოქმედებს საზოგადო სიკეთის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საჯარო სამსახური, რომელიც მოქმედებს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით;

-უზრუნველყოფილია ღია და გამჭვირვალე მმართველობა;

-ხელისუფლების სხვადასხვა შტოები უზრუნველყოფენ ერთმანეთის ანგარიშვალდებულებას და კონტროლს;

-კანონის უზენაესობის პირობებში, ყველას აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ხოლო სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად;

- ეფექტურია საზოგადოებრივი კონფლიქტების გადაწყვეტის მექანიზმები.

ბუნებრივია სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლები შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და სხვა კონსტიტუციური დებულებებით, თუმცა, დამატებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კონსტიტუციის მე-5 მუხლს დაემატოს „კარგი მმართველობა“ როგორც გადაწყვეტილების მიღების ფორმის გამსაზღვრელი სახელმძღვანელო პრინციპის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კარგი მმართველობის პრინციპის გათვალისწინებით.“

2. ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული განსაზღვრების საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტეგრირება

ინტერნეტის მნიშვნელობა და საჭიროება თანამედროვე სამყაროში იზრდება, რაც იმავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე. მართალია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ხოლო რეზოლუციის მე-10 პუნქტით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტერნეტ თავისუფლებისთვის გამოიყოს ცალკე მუხლი, რომელიც გააერთიანებს ინტერნეტი თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას.

24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი

„11. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლება.“

3. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ახლებური ჩამოყალიბება და „უფლება კარგ ადმინისტრირებაზე“, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის ორგანული კანონით განსაზღვრის ვალდებულება

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს, მაგრამ არ შეიცავს არანაირ მითითებას ადმინისტრაციულ პროცესუალური გარანტიების შესახებ. ეს ბუნებრივია არ გამორიცხავს რომელიმე კონსტიტუციური უფლების იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომ მასში ამოკითხულ იქნეს ამ უფლების შეზღუდვის პროცესუალური გარანტიები, თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კონსტიტუციაში აღნიშნული უფლების მკაფიოდ ჩამოყალიბება. კერძოდ, აღნიშნული უფლების ინტეგრირება კონსტიტუციის 41-ე მუხლში ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის 41-ე და 42-ე მუხლების მსგავსად.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს კარგი ადმინისტრირების უფლების მნიშვნელოვან გარანტიას (სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლებას). იმის გათვალისწინებით რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლი უმეტესწილად სამართლიანი სასამართლოს უფლებას მიემართება, კონსტიტუციის 41-ე მუხის მოდიფიცირების შემთხვევაში, ვფიქრობთ მიზანშეწონილია „9“ პუნქტის სწორედ ამ მუხლში გადმოტანა.

საქართველოში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების გამოკვეთა, ამასთან აღნიშნული სამართალ ურთიერთობის ორგანული კანონით მოწესრიგების განსაზღვრა.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 41.

1. ყველას აქვს სახელმწიფო ორგანოების მიერ საქმის გონივრულ ვადაში მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვის უფლება.

2. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

4. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

5. სახელმწიფოში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

ამოღებულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42