„ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება“-ჯანელიძე
პოლიტიკა - 11:11, 21 Feb, 2017     1405
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ წამყვანი ფრანგული არხის "France 24"-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა სადაც განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს სამაგალითო ქვეყანა იყო რეგიონში ევროპული სტანდარტების დანერგვის, ტრანსფორმაციის, ქვეყნის ინსტიტუტების განვითარების, საზღვრის კონტროლის დაცვის, მიგრაციისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით. 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლამ, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს პოლიტიკური, სექტორული და სავაჭრო ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა, ხოლო ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ წაახალისა ექსპორტი, როგორც ევროკავშირისა საქართველოში, ასევე პირიქით, რაც თავის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური მოძრაობის აუცილებლობას ბადებს, რათა როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა შეძლონ დაესწრონ სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებას.

„2014 წელს ასოცირების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირი საქართველოს N 1 სავაჭრო პარტნიორი გახდა. გასულ წელს გაიზარდა ევროპული ინვესტიციები საქართველოში, მიმდინარე წელს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 2013 წლიდან, როდესაც საქართველომ VLAP-ის იმპლემანტაცია დაიწყო, ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის, შესასრულებლად, საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა. სწორედ ამ რეფორმების წარმატებით განხორციელებამ განაპირობა ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური დასკვნის მიღება, რაც ეყრდნობოდა საქართველოში არსებულ პოზიტიურ სიტუაციას.

„რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, ჩვენ გვესმის, რომ ევროპა უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მას აქვს შესაძლებლობა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ, შეაჩეროს ის, გამომდინარე აქედან, საქართველო აქტიურად იყო ჩართული პროცესში, იმისათვის, რომ საერთო ინტერესებზე დაყრდნობით, მივსულიყავით ყველასთვის მისაღებ შედეგამდე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, წამყვანი ფრანგული არხის "France 24"-ის ინგლისურენოვან გადაცემა „Talking Europe“-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42