დეკანოზ გიორგი მამალაძს დაკავებაზე კომენტარებს აკეთებენ ის სასულიერო პირები, რომლებიც გვიან ღამით ბრიუსელში გაემგზავრნენ. მეუფე ანტონის თქმით ამ საკითხზე მღვდელმთავრები არ შეკრებილან და არ უმსჯელიათ, იგი იმედოვნებს, რომ პატრიარქი გაარკვევს ყოველივეს. მისი განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით სარგებლობდა. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათაც ბევრი კითხვა აქვთ ამ საქმესთან მიმართებით, ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
„პატრიარქი თბილისში ჩამოვიდა და მგონია, რომ უწმინდესი დაადგამს თავს და უფრო გამოჩნდება ნათელი, იმიტომ, რომ გონებაში როგორ იბუდებს ასეთი რამ, ჩემთვის გაუგებარია, შორენა არის პატრიარქის პირადი მდივანი, მე მას ვუყურებ როგორც პატრიარქის ერთგულ ადამიანს, მამა გიორგფი ვიცნობ, როგორც წესიერ ადამიანს, იგი იმხელა ნდობით იყო პატრიარქისგან აღჭურვილი, საერთოდ ვერ ვგებულობ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






