მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლების საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრა.
მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა პრემიერის გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დანიშნა.
„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერის კანდიდატურა, სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია შესაბამის უწყებებთან ერთად, მინდა წარმატება ვუსურვო, მან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში, მოგეხსენებათ, რომ განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






