"დაბეჟილი და სასტიკად ნაცემია"- "ეროვნული ფორუმის" წევრის შვილი პოლიციის უფროსმა სცემა?
შემთხვევა - 09:51, 21 Feb, 2017     5371
"ეროვნული ფორუმის" წევრი ავთო დავითაძე აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შვილი გიორგი დავითაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა სცემა.

დავითაძის ინფორმაციით, მისი შვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა, რადგან მისი მეგობრები იქ ყავდათ გადაყვანილი.

"ეროვნული ფორუმის" წევრის განცხადებით, პოლიციის უფროსმა გიორგი გალდავამ, გიორგი დავითაძე თავად შეიყვანა პოლიციის შენობაში, საიდანაც ის ნაცემი გამოვიდა.

„მოსულა ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროსი გალდავა, დაუნახავს, რომ ჩემი შვილი იქ არის. გადაუხვევია ხელი, აუყვანია კაბინეტში, ამის მხილველები არიან იქ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იდგა, ახლობლები და გულშემატკივრები ჩემი შვილის მეგობრის და დიდხანს რომ არ ჩამოვიდა იქიდან, ბიჭებმა მიმართეს ზომებს და გამოიძახეს სასწრაფოდ ადვოკატი. მოვიდა ადვოკატი და ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ნაცემი, დაბეჟილი, სასტიკად უცემია, პირადად პოლიციის უფროსს გალდავას და რამდენიმე თანამშრომელი ყოფილან იქ,“ - აცხადებს ავთანდილ დავითაძე.

ახალგაზრდა მამაკაცი "ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში" იმყოფება. მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებით.

"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამიანისტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42