საპარლამენტო ოპოზიციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კითხვები რუსთავი 2-ის საქმეზე და საქმის განმხილველი მოსამართლისთვის გადაცემულ მილიონ ლარზე დაუსვა.
„დღეს საქართველოში სასამართლო არის ისეთ კორუმპირებული, როგორიც ის არ ყოფილა 2003 წლის შემდეგ და ის დღესაც დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, როგორც სამწუხაროდ იყო მანამდეც,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილეს ევროპული საქართველოს წევრებმა.
გიორგი ტუღუშის თქმით, კითხვები არსებობს როგორც სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის მიმართაც.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები






