„ტყვია - არჩილს თავი არ მოუკლავს... ის "გამყიდველის" არაკაცობამ მოკლა“...
სოც.მედია - 20:24, 20 Feb, 2017     32806

17 წლის იყო ლექსო...

არჩილმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ გაიგო, რომ შვილი აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა...
კი არ წავიდა და გაეპარათ...
3 თვის შემდეგ, მტრის ტყვიით განგმირული ჩამოასვენეს...
გულზე ის იარაღი ედო, რომლითაც იბრძოდა...
მამამ ფრთხილად ააცალა მკერდიდან იარაღი და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შეინახა....
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...
შვილმკვდარმა დედამ დიდხანს ვეღარ იცოცხლა...
არჩილს არავინ და არაფერი დარჩა ამ ქვეყანაზე, გარდა აუტანელი ტკივილისა და სევდისა...
ყოველ დღე გადმოიღებდა ხოლმე იარაღს. ფრთხილად დაშლიდა, ყველა დეტალს საგულდაგულოდ გაწმენდდა და ისევ ინახავდა...
დარდმა დაუღრღნა ძვლები...
ონკოლოგიურში უთხრეს, რომ ძვლის კიბო ჰქონდა და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა...
ალბათ გაუხარდა კიდეც...
აუტანელი ტკივილისა და გაჭირვების ფონზე სიკვდილი ჯიბრზე აგვიანებდა...
დილით მონადირის მაღაზიას მიაშურა...
- რა ღირს ტყვიები? - ჰკითხა გამყიდველს.
- 4 ლარი - უპასუხა მან.
- ერთ ცალს შევიძენ...
გამყიდველმა გაკვირვებით შეხედა და ტყვია მიაწოდა...


***
კარადა გამოაღო. ლექსოს პიჯაკი ჩამოხსნა. რამდენჯერმე ხარბად დაყნოსა. შემდეგ ფრთხილად გაყო მკლავები და ტანზე მოირგო...
"რამხელა იყავი შე მამაძაღლო"... ჩუმად ჩაილაპარაკა და ყელთან დამდგარ ცრემლს პატარა ჭიქით არაყი დააყოლა...
ტყვია მჭიდში მოათავსა და სავარძელზე ჩამოჯდა...
მზერა, ლექსოს ოთახის მიმართულებით გააპარა...
გაახსენდა, ერთ ღამეს, მისმა ყვირილის ხმამ, როგორ გამოაღვიძა. საშინელება მესიზმრა-ო...
იმ ღამეს, არჩილმა ლექსოს საძინებელში გაატარა...
"როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიზმარში დამფრთხალი ბიჭი, საკუთარ მამულს თავს შეწირავდა-ო". გაიფიქრა და იარაღის სასხლეტისკენ ხელი გაექცა...
- ძია არჩილ! ძია არჩილ!
კარებზე ვიღაც გამეტებით აბრახუნებდა...
არჩილი გონს მოეგო. იარაღი კარადაში დამალა და დაუპატიჟებელ სტუმარს კარი გაუღო...
მის წინ, სახეშეშლილი მეზობლის ბავშვი იდგა, რომელიც ძლივს სუნთქავდა...
- რა დაგემართა? ხომ მშვიდობაა? - გაკვირვებით ჰკითხა და მის წინ ჩაიმუხლა...
- არა! - არჩილმა მხრებზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა - ომი დაიწყო ძია არჩილ. ომი!


***

იმ ღამეს თვალზე ძილი არ გაჰკარებია. გათენებას ელოდებოდა...
მცირეოდენი დანაზოგი გადათვალა...
"20 ცალი მაინც მომივა". გაიფიქრა და ისევ იმ მაღაზიისკენ გაეშურა, სადაც გუშინ ერთი ტყვია იყიდა...
- 80 ლარი სალაროსთან დადო და დაელოდა...
გამყიდველმა 10 ტყვია გადაუთვალა...
- ეს რა არის?
- ტყვიები...
- გუშინ 4 ლარში ვიყიდე!
- დღეს 8 ლარი ღირს...
8 აგვისტოს საქართველოს კლავდნენ...
12 აგვისტოს არჩილის ცხედარი, რამდენიმე მეზობელმა გამოასვენა...
არჩილს თავი არ მოკლავს...
ის "გამყიდველის" არაკაცობამ მოკლა...

სულა სულაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42