ადვოკატის განცხადებით, ჩანაწერები, რომელიც ირაკლი მამალაძემ მას მოასმენინა, იძლეოდა „განგაშის ატეხვის" საფუძველს.
ჭკადუა საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძესთან კომუნიკაციის დეტალებსაც ჰყვება:
„მომასმენინა თავდაპირველად აუდიოჩანაწერი, რომელიც ძალიან მძიმეა მოსასმენად. სამი პირი ფიგურირებდა. წარმოუდგენელია, როდესაც სასულიერო პირები ან ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობდნენ იმ ლექსიკონით, იმ ფორმით და იმ საკითხებზე, რომელ საკითხებზეც იყო ჩანაწერში საუბარი. მე მას ვთხოვე, რომ ერთ-ერთი მტკიცებულება მაინც მოეცა ჩემთვის, მაგრამ ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ის ამბობდა - ეს არის ჩემი თავდაცვა. ის იყო ძალიან შეშინებული ამ ყველაფერზე და 30-ში თუ პირველში არ მახსოვს, მან ისევ დამირეკა და მკითხა სად ხარო, ვუთხარი სადაც ვიყავი და მითხრა, რომ სადაც ხარ გაჩერდი უნდა მოვიდე სასწრაფოდ და მან მოიტანა კიდევ ერთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც იყო განგაშის ატეხვის საფუძველი,“ - აცხადებს ირმა ჭკადუა.
მასალის გამოყენების პირობები






