,,სანამ უბედურება კარზე არ მოგვიკაკუნებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ” - თეა პერტაია
სოც.მედია - 15:28, 20 Feb, 2017     2445
პარლამენტში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია:


,,ახალი სუნთქვა!

დღეიდან პარლამენტი შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს.

ეს საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ქვაკუთხედი და ნაწილია, რომელიც შსს-მ ერთი წლის წინ შეიმუშავა.

• შეიმუშავა იმიტომ, რომ ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 20% -ით გაიზარდა;

• იმიტომ, რომ ადამიანები სიტყვით დასავლურ სტანდარტებს დეკლარირებენ, მაგრამ სინამდვილეში იმ მახინჯ წარსულში არიან ჩარჩენილები, როცა არაკანონმორჩილება უფრო კარგ ტონად ითვლებოდა, ვიდრე კანონის პატივისცემა;

• იმიტომ, რომ ზეპირსიტყვიერების დონეზე ყველა ვთანხმდებით - საგზაო მოძრაობის წესები უნდა დავიცვათ! მაგრამ, როგორც კი შანსი მოგვეცემა, ჩუმად მაინც ვარღვევთ და გვგონია, რომ „ეს არაფერია“. არადა, სწორედ ამ ერთმა საბედისწერო წამმა შეიძლება ყველაფერი შეცვლოს... :( ;

• იმიტომ, რომ ბევრი საჯაროდ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების გამკაცრებას ითხოვს, მაგრამ, როგორც კი თავად დააჯარიმებენ, პირველი ყვირის „უსამართლობაზე“ და „ცუდ პატრულებზე“;

• იმიტომ, რომ „დიდი ჯიპის მენტალიტეტი“ ჯერ კიდევ ღვივის არასრულყოფილების კომპლექსის კვალდაკვალ და ჰგონიათ, რომ ჯარიმის გადახდით შეძლებენ პრობლემის „აღმოფხვრას“ და მერე ისევ დაარღვევენ იმ იმედით, რომ გადაიხდიან;

• იმიტომ, რომ ქუჩაში დამონტაჟებული კამერის ან პატრულის დანახვისას, სანიმუშო მძღოლებივით ვსწორდებით და ვიქცევით. როგორც კი თვალს მიეფარებიან, ისევ ვდუნდებით და მავნე ჩვევებს ვექვემდებარებით...

• იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას ჯერ კიდევ გაზრდა სჭირდება. ახლა, უბრალოდ, გარდამავალი პერიოდია და ეს საკმაოდ მტკივნეულია...

მიხარია, რომ პოლიციელები სკოლებში დადიან და ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ კანონის პატივისცემას, მათ საგზაო ნიშნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42