რატომ გაუფორმდა ეკა ბესელიას თანხმობით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამავრცელებლებს საპროცესო შეთანხმება?
პოლიტიკა - 14:01, 20 Feb, 2017     9812
"ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ნიუპოსტს" ჟურნალისტმა განუცხადა "ქრონიკა+"-ს ჩაუვარდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ გასული წლის 15 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურაში შედგა საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი.

კილაძის განცხადებით, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე საქმეზე ბრალდებულებს მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა.

"2016 წლის 15 ივნისს, ქალაქ თბილისის პროკურატურაში შედგა საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი, ოქმის შემდგენი პირია პროკურორი ლაშა კოტრიკაძე, მონაწილე პირი გახლავთ ქალბატონი ეკა ბესელია. ბესელია ამბობს, რომ ვინაიდან ბრალდებულები აღიარებენ ბრალდებას და ამავდროულად ის თანამდებობრივად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, თანახმაა ბრალდებულებს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

მე მაქვს ლოგიკური კითხვა, მაშინ როცა საზოგადოება ცხოვრობდა მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორში - პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და აქტიურ პირებს ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით და ამ მომენტისთვის ეს ფირები უკვე გამოქვეყნებული იყო, მაშინ როცა გელა ღურწკაიამ ჩემთან მოიტანა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ის იყო პირი რომელიც გეგმავდა და მონაწილეობდა ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში, თუ ამ ფირს მე დავიტოვებდი, სრულად ვნახავდი ან გავასაჯაროებდი. ვინ მისცა ეკა ბესელიას გამოიჩინოს ჰუმანურობა ასეთი ადამიანების მიმართ და დაეთანხმოს მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და არ მოითხოვოს ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების კვალი პირდაპირ ხელისუფლებისკენ მიდის, და ხელისუფლებას შეეშინდა გელა ღურწკაიას ალაპარაკების, რომ მას დამკვეთები და იმ პირთა ვინაობა დაესახელებინა, ვისთან ერთადაც დაიგეგმა ძალიან დიდი დანაშაული "ქრონიკა+"-ის და მისი მთავარი რედაქტორის მისამართით. ეს არ არის ბოლო სკანდალი ამ საქმეზე, თქვენ გაიგებთ სხვა პირების ვინაობას, ვინ იყვნენ ჩართულები ამ ბინძურ პროვოკაციებში, პირდაპირ გეტყვით, რომ საქმე არის შეკერილი ქალაქ თბილისის პროკურატურაში, სხვა დეტალებს დღის განმავლობაში გაიგებთ" - აღნიშნა "ნიუპოსტთან" ელისო კილაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42