"50 თეთრით გაძვირებული საწვავი“- ენმ მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს და აქციზის სასწრაფოდ გაიაფებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:58, 20 Feb, 2017     1781
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საწვავის გაძვირების ტენდენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როცა, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება საწვავის გაიაფება იყო, ბოლო პერიოდში მათ პირობებში, საწვავი 50 თეთრით გაძვირდა.

მელიქიშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის ზრდა პირდაპირ იწვევს, სამომხმარებლო პროდუქტებისა და სხვადასხვა სახის მომსახურეობების გაძვირებას, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება.

"საწვავის გაიაფების დაპირებით მოსული ხელისუფლების პირობებში, თითქმის ყოველდღიურად იზრდება მისი ფასი, რაზეც ლარის გაუფასურებამ და აქციზზე ფასის მატებამ იმოქმედა. თუმცა, ჩინოვნიკებმა არც კი იციან საწვავზე ფასის ზრდის შესახებ, რადგან მათ ავზებს ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხით ვუვსებთ.

სასწრაფოდ უნდა შემცირდეს აქცისზე ფასი, ასევე უნდა შემცირდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მნიშვნელოვანია შეთანხმებულ ფასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხოს. გაძვირების მესამე ეტაპზე, საერთაშორისო ფასი საერთოდ არ გაზრდილა. რას აკეთებს ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო და ბატონი ხადური, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი "წარმატებული მუშაობით" ფინანსთა სამინისტროში ამ ეჭვის გასაქარწყლებლად?! არაფერს”- განაცხადა მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42