"ამოღებული ციანიდი საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად"- პროკურორის მოადგილე სკანდალური საქმის დეტალებზე
პოლიტიკა - 12:50, 20 Feb, 2017     5438
საქართვეოს მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, „ციანიდის საქმეში“ არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. როგორც გიორგი გაბიტაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი, ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, ის საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად. მისი თქმით, ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება:

„საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.მისი გამოყენების შემთხვევაში სასიკვდილო შედეგი გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად“- განაცხადა გაბიტაშვილმა.

პროკურორის მოადგილე საგამოძიებო უწყების მისამართით გაკეთებულ კრიტიკუკლ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფები გარკვეულ სპეკულაციებს მიმართავდნენ, იმისთვის რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ და გამოძიების დისკრედიტაცია მოეხდინათ:

"ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების სპეკულაციებს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გამოძიების დისკრედიტაციას. ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის მკვლელობაზე. არ გვითქვამს, რომ ეს პირი, შესაძლოა ყოფილიყო, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც ვერც ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფთ. პირს რომლის მკვლელობასაც ამზადებდა გიორგი მამალაძე ვერ დაგისახელებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება შესაძლოა სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. ამიტომ გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით", - განაცხადა გაბიტაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42