გიორგი ტუღუშის თქმით, დღემდე პრობლემაა მთელი რიგი ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემების მოგვარება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ხდება რეკომენდაციების იგნორირება.
“დღევანდელი კომიტეტი ეხება პირველ რიგში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და გვექნება მთელი რიგი შეკითხვები მათშორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება რუსთავი ორზე. საქმე,
რომელიც გადაცემულია უზენაეს სასამაეთლოს დიდ პალატაში, რომელიც რამდენადაც ვიცი დღემდე არ არის დაკომპლექტებული და ვადებს გასცდა. გვაინტერესებს, რატომ ხდება გაჭიანურება ამ საქმის და ვფიქრობ, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტური საქმე, რომელზეც ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია განჭვრეტადი თუ როდის გავიგებთ რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. მაქვს დამატებითი შეკითხვები და არამხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
სამწუხაროა, იმის დანახვა, რომ ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი სახალხო დამცველობის დროს იყო გაცემული მეორდება იმ პერიოდიდან მოყოლებული და როგორც ხედავთ, დღემდე პრობლემად რჩება მთელი რიგი ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემების მოგვარება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ხდება რეკომენდაციების იგნორირება"- განაცხადა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






