ომბუდსმენი ბრალდების მხარისგან საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას, დაცვის მხარისთვის კი გაუთქმელობის პირობის გაუქმებას მოითხოვს.
"მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარეს ძალიან მოკლე დროში მიეცეს საშუალება ისაუბროს იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია, ვფიქრობ, რომ თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს მოკლე ვადაში უზრუნველყოფილი, რაც პრინციპში არ ხორციელდება და არის დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა, საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია.
ჩვენ სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, სადაც მოვითხოვეთ, რომ დაცვის მხარეს გაუუქმდეს ხელწერილი, რომელიც გაუთქმელობასთან დაკავშირებით არის გაფორმებული. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ბრალდების მხარე, მათ შორის პირდაპირი ეთერის გამოყენებით, საჯარო განცხადებებით, იყენებს იმ უფლება-მოსილებას, რომელიც მას გააჩნია, ანუ ყველა მხარე საუბრობს საქმის დეტალებზე, მათ შორის შინაარსობრივ მომენტებზე და სამწუხაროდ დაცვის მხარეს რეალურად არ აქვს უჰლება დაიცვას ბრალდებული და რაც გამოძიების სერიოზული პრობლემაა"- აღნიშნა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






