„ქართული ოცნების“ 37 დეპუტატი მილიონერია, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია
პოლიტიკა - 11:24, 20 Feb, 2017     31136
მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ და პოლიტიკური პარტია „ახალი საქართთველო“ ერთობლივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დეკლარირებულ მილიონობით ლარის ქონებაზე.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ექვსი მილიონერი მინისტრია.

„მედიატორის“ წარმომადგენლის სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი.

„ 1. შოთა შალელაშვილი - 34. 907.760 ლარი

2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე - 13 მლ. ლარი

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, იოსებ მაკრახიძე გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის)

3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია - 12.414.270 ლარი

4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი

5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი - 7.672.000 ლარი

კვლევაში საუბარია მილიონერ მინისტრებზეც:

1. კახა კალაძე - 36.604.500 ლარი

2. ტარიელ ხეჩიკაშვილი - 11.253.000 ლარი

3. ქეთევან ციხელაშვილი - 9.748.000 ლარი

4. გიორგი გახარია - 5.019.000 ლარი

5. ზურაბ ალავიძე - 2.442.000ლარი

6.დიმიტრი ქუმსიშვილი - 1.965.000 ლარი“,- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ კვლევაში მოექცნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, მილიონერებს შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

1. ნატო ჩხეიძე - 51.039.798 ლარი

2. კობა ნაყოფია - 8.033.500 ლარი

3. სერგო რატიანი - 1.560.900 ლარი

4. აკაკი ბობოხიძე - 1.219.450


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42