"პოლიტიკის რადიკალიზაცია მოხდება"- უგულავა R2- თან დაკავშირებით ხელისუფლებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 16:39, 19 Feb, 2017     2967
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, თავისუფლების ბასტიონი და თავისუფლების ხაზი გადის რუსთავი2-ზე.

"ტესტი აქაც არს ძალიან მკაფიო - რუსთავი2 არის მთავარი მედია-ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლებისგან. ჩვენნაირ ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ტესტი თავისუფლების, კონტროლდება თუ არა ესა თუ ის მედიასაშუალება და იმეორებს თუ არა სახელისუფლებო ნარატივს"- აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისი განცხადებით, "თუ რუსთავი2-ზე მოხდა ის, რაც აქვს ხელისუფლებას და ივანიშვილის ჩაფიქრებული, მოხდება პოლიტიკის რადიკალიზაცია".

უგულავას თქმით, „რუსთავი 2“ მთავარი მედიაორგანიზაციაა, რომლის დასაცავად 30 000 ადამიანი გამოვდა.

"ეს არის თავისუფლების ბასტიონი და სწორედ დღეს თავისუფლების ხაზი გადის რუსთავი2-ზე. იქნება ისეთი რუსთავი2, როგორც დღეს არის, იქნება ქვეყანაში თავისუფლება, დავკარგავთ ჩვენ ამ თავისუფლებას, მაშინ ყველ ერთად აღმოვჩნდებით ისეთ ორმოში, რომ იქიდან ამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. თუ რუსთავი2-ზე მოხდა ის, რაც აქვს ხელისუფლებას და ივანიშვილის ჩაფიქრებული, მოხდება პოლიტიკის რადიკალიზაცია, სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბება. ეს დღეს იყო წვეთი ზღვაში. დღეს აქ იმყოფებოდა დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი და ვინც ითვლის ხოლმე სახურავიდან, მინდა ვუთხრა: ეს არ იყო პარტაქტივი. პარტაქტივი იყო მხოლოდ 20-25%“ - განაცხადა უგულავამ.

ყოფილი მერის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი.

„სასამართლო პრაქტიკულად დანგრეულია. ეს ჩვენ კარგად გამოვცადეთ ამ ოთხი წლის მანძილზე. არც მანამდე არ იყო, სამწუხაროდ, დიდად თავისუფალ მდგომარეობაში, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი, რომელსაც ქართული სახელმწიფო მომდევნო 10 წელი ვეღარ აღადგენს"- აღნიშნა უგულავამ და საქმის განმხილველ მოსამართლეებს მიმართა:

"თქვენ ხომ კარგად იცით, მეგობრებო, რომ პროფესიულ სიკვდილს მოაწერთ ხელს? მეორე კურსელი იურისტიც კი გეტყვით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ურთმელიძემ მიიღო და შემდეგ ნაზღაიძემ დაამოწმა სამართალთან კონსტიტუციასთან არანაირ კავშირში არ არის"- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42