„დღეს რუსთავი 2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“ - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 16:11, 19 Feb, 2017     1886

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას ესწრებოდა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს რუსთავი 2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის:

„ძალიან მიყვარს რუსთავი 2, ძალიან მიყვარს მისი გადაცემები, მისი ჟურნალისტები, მაგრამ დღეს მე აქ არ მოვსულვარ რუსთავი 2-სთვის, მე დღეს აქ მოვედი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღეს რუსთავი 2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თუ საქართველოში არ იქნა თავისუფალი სიტყვა, თუ საქართველოში არ იქნა კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავადაც ვერ ვიქნებით შინაგანად თავისუფალი, რა თქმა უნდა მე დღეს აქ მოვედი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, მაგრამ რუსთავი 2-ის მხარდაჭერით მე მხარს ვუჭერდი ჩემს საკუთარ თავისუფლებას. ჩემს საკუთარ უკეთეს საქართველოს, მხარს ვუჭერდი იმას, რომ ჩვენმა შვილებმა და მათმა თაობამ იცხოვრონ ნორმალურ, დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში, ეს ბრძოლის ხაზი გადის დღეს რუსთავი 2-ზე, მოგწონთ თუ არ მოგწონთ რუსთავი 2, დღეს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეულ თქვენგანს უნდა მოგწონდეთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი ცხოვრება, უფრო ღირსეული საქართველო, ამ ყველაფერს რუსთავი 2-ის დახურვა უქმნის ფუნდამენტურ საფრთხეს, ამიტომ ვიდგები ბოლომდე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც რიგითი მოქალაქე.

სამწუხაროდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ ფასად, თუნდაც საქართველოს დაზიანების ფასად, ბოლომდე მივიდეს და ჩაიგდოს რუსთავი 2 ხელში, მაგრამ ერთადერთი მიზეზი რისთვისაც ამას ვერ აკეთებს, არის ჩვენი ერთიანი ბრძოლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42