ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია იწყება. რუსთაველის განმზირზე, ვარდების მოედანსა და მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის მხარდამჭერები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან შეკრებილნი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, საზოგადოება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას:
„დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არ მისცემს უფლებას ივანიშვილს, რომ ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2, გადაუაროს და თავსდაესხას ფუნდამენტურ ღირებულებას, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, ქართველი ხალხი არის და საქართველოს მოქალაქეები არიან გამოხატვის თავისუფლებისა და სახელმწიფოს სადარაჯოზე და არავინ არ მისცემს ივანიშვილს უფლებას იმისა, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ წავიდეს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






