ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქცია 14:30 საათზე დაიწყება. პროდუსერი გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, რომ პროტესტის ამ ფორმას მიმართეს იმისთვის, რათა ხელისუფლებასა და სასამართლოს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვონ:
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცოტა უფრო დიდი ხნის მანძილზე, მაყურებელი ხედავს რა პირობებში გვიწევს მშაობა ჩვენ, უისთავი 2-ის თანამშრომლებს. როდესაც ფაქტობრივად არაფერი ვიცით იმ პროცესების შესახებ, რაც ჩვენ თავს ხდება. მაყურებელი არის გაურკვევლობაში, მან არ იცის რას უყურებს. ეს არის რუსთავი 2, რომელიც ნაჯახით უნდათ რომ წაართვან დღევანდელ მფლობელებს და გადასცენ სხვას, თუ ეს არის რუსთავი 2, რომელიც მუშაობს ჩვეულ რეჟიმში მაყურებლისთვის. ეს კითხვები დღემდე რცება პასუხგაუცემელი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის და უშუალოდ უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის წინ. ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ამ ქვეყნის სასამართლოსთვის მოგვეთხოვა პასუხები ჩვენს პასუხგაუცემელ კითხვებზე“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






