საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე განმარტებებს აკეთებს. ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ვასაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე, პროკურატურა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებსა და ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებს:
„ჩვენს მიერ გავრცელებულ ტექსტში საუბარია კონკრეტულ საფუძველზე. ამ განცხადებაშია მითითებული, რომ ირაკლი მამალაძემ მოგვმართა განცხადებით რომ იგეგემებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, გამოძიებამ დაადგინა რომ მართლაც იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა, ან ერთი პირის ან რამდენიმესი, ერთი პირი იდენტიფიცირებულია. აცილებელი იქნა თავიდან მკვლელობა. უმთავრესი პრინციპი არის ის, რომ საფრთხე რომელიც მომდინარეობდა ბრალდებული გიორგი მამალაძისგან თავიდან აცილებული იქნა.
სასულიერო პირზე საუბარი არის განცხადებაში, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. სხვა დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დავაკონკრეტებ. მისი უწმინდესობის ჩამოსვისთანავე დეტალურად გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებაზე“, - განაცხადა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






