მისი თქმით, გარემოებიდან გამომდინარე, საქმის შინაარსთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
„დეკანოზი მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
რაც შეეხება საქმეს, მე განვაცხადე, რომ არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურად გაჟღერებულ ვერსიასა და იმ მონათხრობს შორის, რომელიც მე დეაკონიზგან მოვისმინე. დღეს ნაკლებად გვქონდა შესაძლებლობასაქმის შესახებ დეტალურად გვესაუბრა, გარემოებებიდან გამომდინარე, თუმცა, სახალხო დამცველი დეტალურად სწავლობს ამ საქმის გარემოებებს. არის საკითხები, რომლებზე საუბრისგანაც, ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ, გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ მიეცეს შესაძლებლობა ისაუბროს დეტალებზე. რეალურად ეს პროცესი უნდა დასრულდეს, როდესაც თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევით, მხოლოდ ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არაფრის შესაძლებლობა არ აქვს“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველს იმ ჩანაწერზეც დაუსვეს კითხვა, რომელიც გავრცელებული ცნობით, საქმეში ფიგურირებს.
„მნიშნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლონ ის ჩანაწერი, რომელიც საქმეს ახლავს მტკიცებულების სახით. დღეს, როცა უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნებას კი იქნებოდა დაუშვებელი, ხოლო დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უპასუხოს იმ არგუმენტებს მაინც, რამდენად არის რეალური ეს ჩანაწერები“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხავზე, რომელიც უმრავლესობის წევრებისგან გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ ომბუდსმენის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები საქმეს ხელს უშლის,
ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებს .
„რა არის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, მითხარით? რაც მაქვს კანონით მინიჭებული, იმ უფლებამოსილებების ფარგლებში ვმოქმედებ. მე ვიტყოდი, რომ თანამდებობის პირების ნაწილმა გარკვეულ საკითხებზე ბოდიში უნდა მოიხადონ დაშეცდომები აღიარონ. რადგან შეცდომების აღიარება არ არის სისუსტე“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები






