ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ უმრავლესობის დეპუტატები. გია ვოლსკის თქმით, მიმდინარე მოვლენები პოლიტიზირებულია. მმართველ გუნდს კი აინტერესებს სასამართლოს ზუსტი პასუხი:
„რა საკვირველია ეს არის პოლიტიზირებული თემა, რა საკვირველია რუსთავი 2-იც და სხვა ტელევიზიებიც უნდა არსებობდეს მედია სივრცეში, რა საკვირველია პოლიტიკის და ცალკეული ადამიანების სუბიექტური დამოკიდებულების მიღმა არსებობს აუცილებლობა შევაფასოთ ყარამანიშვილის არის ეს ტელევიზია თუ ხალვაშის? ამ ხალვაშსაც დაუწვეს, წაართვეს ქონება, გააქციეს გერმანიაში სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, იქნებ მართალია, არავინ არ უშვებს ამას რუსთავი 2-ში? ან იქნებყარამანაშვილი მართალია, ამისთვის რაღაც დოკუმენტები უნდა დადონ, ამ თემაზე საერთოდ არ მიდის ლაპარაკი, ვუყურებთ ამ ტინგიცობას და კრიახს. ჩვენ გვაინტერესებს ზუსტი პასუხი სასამართლოსგან“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






