„სამარცხვინოა ერის და ბერის მხრიდან“ - თამარ ივერი ციანიდის საქმეზე
სოც.მედია - 18:54, 17 Feb, 2017     7931
„მოკლედ, ანეგდოტი ხალხი ვართ.“ - წერს თამარ ივერი და „ციანიდის საქმეს“ შემდეგი პოსტით ეხმაურება.

თამარ ივერი: ვერ მივხვდი ... ამხელა სკანდალი და აყალმაყალია ატეხილი... არიქა, თავიდან ავიცილეთ ერის დიდი ტრაგედიაო და დღეს აცხადებენ...ჯერ არ არის დამტკიცებული ციანიდია თუ რა ნივთიერებააო. მოკლედ, ანეგდოტი ხალხი ვართ.

და თუ ციანიდია... არსებობს სადმე რაიმე ცხადი ვიდეო მასალა, სადაც მამა გიორგი უშუალოდ ამ წამალზე და მისით "მაღალი იერარქიის პირის" მოწამვლაზე საუბრობს?? თუ არადა, ძალიან არაკორექტულია მთავრობის მხრიდან წინასწარ ამხელა პანიკის ატეხვა: თავიდან ავიცილეთ "NN პირის" მოწამვლის უდიდესი ტრაგედიაო. საიდან ამხელა დარწმუნება? რატომ ულახავენ დაკავებულ მამაოს წინასწარ ასე სახელს? იურისპრუდენციაში ნათლად წერია, დანაშაულის დამტკიცებამდე პირი ითვლება უდანაშაულოდ.
რა საჭიროა ამდენი ქვის და ტალახის სროლა ადამიანისადმი ვინც....იქნება და საბოლოოდ ჭანჭიკი და მსხვეპლი აღმოჩნდეს მავანთა ბინძური თამაშის გეგმის?. და თუ მოხდა სასწაული და განზრახ მიჰქონდა....იქნებ, სისულელეს ვამბობ მაგრამ თავად აპირებდა ბერლინში თვითმკვლელობას, ან იქ იქნებ ვინმეს გადასაცემად სურდა წაღება, ან,ან,ან....ვერსიები შეიძლება უსასრულო აღმოჩნდეს....
კი ბატონო, შეიძლება თავად ფაქტი რომ ტრანსპორტირება მისი იკრძალება და დანაშაულია...ცალსახაა მაგრამ ერთბაშად ასეთი სკანდალური ვერსია რომ აუცილებლად იმ "მაღალი იერარქიული პირის" მოწამლვა ჰქონდა ჩაფიქრებული.... ასეთი "ექსპრეს დასკვნა"რბილად ვიტყვი რომ სამარცხვინოა ერის და ბერის მხრიდან.
ამაზე მახსენდება ერთი ანეგდოტი:
კაცს პოლიცია დაადგება თავზე და უნდა დაგაპატიმროთო, კაცი ეუბნება: რატომ? რა დავაშავეო?
პოლიცია პასუხობს: იმიტომ რომ გავიგეთ სხვენში არაკანონიერი "სამაგონი"(არყის სახდელი) გქონია, რაც კანონით მკაცრად ისჯება და დაპატიმრებული ხართო.
კაცი ეუბნება: ხალხნო,ეგ სამაგონი თუ იყო არც ვიცოდი, ბაბუაჩემის მამის ნაქონია და ეგრე გდია სხვენში 70 წელიაო.პოლიცია: არა აქვს მნიშვნელობა ხმარობთ არ ხმარობთ, ამის იარაღი გაქვთ და უნდა დაგაპატიმროთო.

კაცმა: კარგით მაშინ, რა გაეწყობა,დამაპატიმრეთ, ოღონდ გთხოვთ, იქნებ გაუპატიურების მუხლიც მიმიმატოთ.

პოლიცია:გაუპატიურების???????? და ვინ გააუპატიურეთ????

კაცი: არავინ უფროსო, მაგრამ იარაღი მაქვს და ბარემ ეგ მუხლიც იყოს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42