როგორც "ნიუპოსტს" ედპ-ს ლიდერმა უთხრა, ხელისუფლების მიზანია ის მინიმალური ფუნქციების მიიტაცოს, რად არსებული მოდელით ხელისუფლებას გააჩნია.
"უმრავლესობის მიზანი არის პრეზიდენტის უფლება-მოსილება შეზღუდოს იმ დონეზე რომ ის ნომინალურ ინსტიტუტად აქციოს, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება ინსტიტუტი ბრჭყალებში და არა რაიმე ფუნქციის მატარებელი. უმრავლესობის წევრებმა არსებულ მოდელს "აბადა-უბდა" უწოდეს, არა ბატონებო, კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამ მოდელს შერეულს უწოდებენ, რომელიც ძალიან ბევრ სახელმწიფოში მუშაობს.
დღევანდელი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული მოდელი მოსპოს, დამაბალანსებელი პრეზიდენტი ნომინალურ ფიგურად აქციოს და ძალაუფლების ის მინიმუმიც კი, რომელიც დღეს უმრავლესობის კონტროლქვეშ არ არის, საბოლოო ჯამში ისიც მიიტაცოს. შედეგად ხელისუფლების სრულ უზურპაცია მოხდება, ყოველგვარი ბალანსის გარეშე, რაც საბოლოოდ თვითონ ამ ხელისუფლებას მიიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე. სახელმწიფო ძალინ ცუდ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან სუსტი დემოკრატიის პირობებში დაუბალანსებელი ხელისუფლება ყოველთვის პრობლემაა" - აღნიშნა "ნიუპოსტთან" ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ხელისუფლებას აქვს ის უმრავლესობა, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს.
"ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი ამბობს, რომ იყო საკითხის განხილვა, ზოგი კი ირწმუნება რომ არ ყოფილა განხილვა. ამას შეიძლება პრინციპული და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, იმ ვითარებაში როდესაც ვიცით რა შემადგენლობით მუშაობს საკონსტიტუციო კომისია, რადგან იქ ოპოზიციასა და არასამთავრობოებს არანაირი რესურსი და ბერკეტი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ კომისია დაკომპლექტებულია არა კონსენსუსის პრინციპზე, არამედ ისე როგორც პარლამენტი - საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და საკონსტიტუციო კომისიაშიც აქვს ის უმრავლესობა, რითაც ის ყველაფერს გადაწყვეტს"- არნიშნა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






