საკონსტიტუციო კომისიის სხდომას თენგიზ შარმანაშვილი ექსპერტის რანგში ესწრება, შარმანაშვილმა სხდომის დაწყებამდე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მას სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე კონტრასიგნაციის საკითხზე არ უსაუბრია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თენგიზ შარმანაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეწყალების, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების და ვეტოს საკითხთან დაკავშირებით პრემიერის თანხმობა დასჭირდება. შარმანაშვილის თქმით ვეტოს და შეწყალების საკითხი გუშინდელ სხდომაზე განხილული არ ყოფილა:
„შეწყალება და ვეტო გამოირიცხება და ამაზე ლაპარაკიც არაა, მოქალაქეობაზე მე თანახმა ვარ რომ მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო, იმიტომ რომ მთელი ის ინფორმაცია, უნდა მისცენ თუ არა პირს მეორე მოქალაქეობა, უსაფრთხოებიდან თუ სხვა საკითხებიდან გამომდინარე მთავრობის ხელშია. ამას პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერაფრით ვერ შეძლებს. შეწყალებასა და ვეტოს არავინ განიხილავს და არც განხილულა. მსჯელობის დროს თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ წარმოუდგენელია. არავის აინტერესებს ეს თემა ამ კუთხით, ეს ხომ პოლიტიკური სპეკულაციის თემებია. ძალიან მიჭრს იურიდიული არგუმენტებით საუბარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე, აქ მიმდინარეობს წმინდა წყლის იურიდიული დებატები, თუ ვინმეს რამე მოსაზრებებეი აქვს, აქ მედავოს“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






