როგორც ახვედიანმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა მან სასამართლოს კონკრეტულად ის პირი დაუსახელა, რომელმაც სავარაუდოდ ჩანაწერი გააკეთა. თუმცა, ის აუდიოჩანაწერს დამონტაჟებულს უწოდებს.
”სრული აბსურდია ამ საკითხებზე საუბარი, თანაც დადასტურებული ფორმით, რომ ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება, ვიღაცა ვიღაცის საქმეებში ერევა. ერთადერთი რასაც არ ვუარყოფ ეს არის ნიკა გვარამიასთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ გავუმეორე გამომძიებელს, რომ ნიკა გვარამიასთან, ორ მეტრზე ახლოს, სხვა ადამიანების გარეშე არ მისაუბრია. შესაბამისად, ეს საუბრები არის სხვა ადამიანებთან ერთად. ერთ-ერთ საუბარს, რომელიც გავიხსენე ესწრებოდა დაახლოებით 300 ადამიანი და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ გამოკითხოთ სამასივე ადამიანი და დაინტერესდეთ რაზე ვსაუბრობდით ყველა ერთად. თუ ვინმეს ქართული ესმის და ჩანაწერს მოუსმენს, თუნდაც ამ ჩანაწერიდან გაიგებს, რომ ეს საუბარი ფინანსებზე ჩემთან არ შედგა” - განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






