"რ2 ყველამ უნდა დაიცვას, რადგან ხვალ ერთ ხმაში მომღერალი "ვრემია" არ მივიღოთ - ქარდავას მოწოდება მედიის დასაცავად
პოლიტიკა - 15:14, 17 Feb, 2017     4803
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მედიას ბრძოლა გამოუცხადა. ამ კონტექსტში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლო წლებში ტელევიზიებში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

"ძალინ ბევრი ფაქტის გახსენება შემიძლია, მაგალითად, "იმედზე" ინგა გრიგოლიას თოქ შოუს დახურვა, პროცესები რომელიც განვითარდა "მაესტროზე", ის რაც ხდება დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", თუმცა განსაკუთრებული, აგრესიული ქმედება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ხორციელდება, ხელისუფლება განსხვავებული აზრის არსებობას ვერ ეგუება"- განუცხადა ჟურნალისტებს ქარდავამ.

მისი თქმით, "რუსთავი 2" ყველამ უნდა დაიცვას, მიუხედავდ იმისა მოსწონს თუ არა ტელევიზიის პოლიტიკა, რადგან ხვალ შეიძლება ერთ ხმაში მომღერალი "ვრემია" მივიღოთ.

"სიტყვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა დემოკრატიული საზოგადოების, დღეს საქართველოში სწორედ სიტყვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე. ხელისუფლება ვერ ეგუება განსხვავებული აზრის მატარებელი ტელეკომპანია არსებობდეს საქართველოში. გვესმის რა, რომ განსხვავებული აზრი არის უმთავრესი ღირებულება, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, მზად ვართ დავიცვათ "რუსთავი 2". ჩემთვის პროდასავლური ღირებულება, რომელსაც ეს ტელეკომპანია ატარებს აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც "რუსთავი 2" მისი ხედვებით მისაღები არ იყოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არხი განსხვავებული აზრის მატარებელი ტელევიზია საზოგადოებამ ის უნდა დაიცვას, რადგან ხვალ შეიძლება ისეთ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ გვქონდეს მხოლოდ ერთ ხმაში მომღერალი "ვრემია" და განსხვავებული აზრი ტელეეთერებიდან არ ისმოდეს" - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო, რომელიც "სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის "რუსთავი 2"-ის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდება".

"ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ "რუსთავი 2"-ს მიერ დაგეგმილ აქციაზე და მას ჩვენი ელემენტებით შევუერთდებით, არ არის გამორიცხული გავმართოთ მსვლელობა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები "რუსთავი 2"-ის აქციამდე"- განმარტა ედპ-ს ლიდერმა.

ამ წუთებში "ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში" საკორდინაციო საბჭო კვირას პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მსჯელობს. ცნობილია, რომ "რუსთავი2"-ის მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური სპექტრი უერთდება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42