ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ- კონსტიტუციონალისტი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ეწინააღმდეგება
პოლიტიკა - 13:46, 17 Feb, 2017     1741
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას და არჩევის წესის ცვლილებას ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

როგორც "ნიუპოსტს" ჩოკორაიამ უთხრა, ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაწილობრივ თადარიგის დაჭერას ჰგავს, რომ მომავალი პრეზიდენტი, მოქმედი მთავარსარდლის მსგავსად დამოუკიდებელი არ იყოს.

"ხელისუფლების ეს მოქმედება მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მიუღებელია როგორც უფლებამოსილების შეკვეცა და პრეზიდენტის არჩევითობის წესის შეცვლა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესით დარჩენა არის მნიშვნელოვანი, მას უნდა დარჩეს ის მოქმედი ნომინალური თუმცა მნიშვნელოვანი ფუნქციები რომელიც გააჩნია და ეს ფუნქციები არის ორიენტირებული ხელისუფლების ძალაუფლების დასაბალანსებლად. მათ შორის თავდაცვის სფეროში, ასევე პრეზიდენტის ვეტო, მოსამართლეების დანიშვნა და სხვადასხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ფორმირებაში მონაწილეობა, აქიდან გამომდინარე ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მოქმედებები, რომელიც არის დაანონსებული პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ"- აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ.

მისი თქმით, ასეთი "ცვლილებები საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში სახიფათოა".

"მარგველაშვილი არ აღმოჩნდა დამორჩილებული პრეზიდენტი და სასწრაფოდ ხდება ახალ არჩევნებამდე ამ პროცესების წარმართვა, საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება დაჩქარებულ ვადებში განხილვის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს, ძალზედ მნიშვნელოვანი გამოწვევებია მისახედი. ამის გარდა სხვა პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიძლება პირდაპირი წესით იყოს არჩეული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შესაძლო საფრთხეები რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან, იმიტომ რომ პირდაპირი წესით არჩეული ადამიანი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური უფლებამოსილებები გააჩნია , პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება ვიღაცისთვის კონკურენტი იყოს, რადგან მას აქვს მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა" - თქვა ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42