“ევროპული საქართველო” დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს გამოსავალს სთავაზობს
პოლიტიკა - 10:53, 17 Feb, 2017     1411
“ევროპული საქართველო” დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს გამოსავალს სთავაზობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დავით სერგეენკოს მორიგი “რეფორმა” ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე ასიათასობით მოქალაქის დატოვების რეალურ საფრთხეს შეიცავს.” “მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერშვილის განაცხადებით: ჯანდაცვის მინისტრის 3 წლის წინანდელმა ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ უკვე დააზარალა 115,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც 2014 წლიდან ვერც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური პაკეტით.

დავით სერგეენკოს გადაწყვეტილების შედეგად, კერძო დაზღვევა 20-30%-ით გაძვირდება, რომელიც ისედაც გაორმაგებულია 2013 წლის შემდეგ. მის ყიდვას, მით უმეტეს, შემქნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ არ გაზრდილა, შემცირდება. ამ გადაწყვეტილებით ფინანსური პრობლემების წინაშე დგება სადაზღვევო ინდუსტრიაც და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების დაზოგვა მოხდება, რასაც ვითომცა ესწრაფვის ჯანდაცვის მინისტრი.

ამ მდგომარეობაში გამოსავალი შემდეგია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული მოქალაქეების (ნაწილის მაინც) ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახელმწიფო დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს მკაფიო და გამჭვირვალე კონტროლით, უნდა გადავიდეს სადაზღვევო კომპანიების ხელში.

დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დღეს საჯაროდ გამოსული კონფლიქტი იმ კრიზისის გაგრძელებაა, რომელიც უკვე გამოიხატა შემდეგში:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თანხების უყაირათოდ ხარჯვის პირობებში მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან მკურნალობის მთლიანი ხარჯის 60%-ის დაფარვა უხდება;

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს ანაზღაურებას მუდმივად უგვიანებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

ასეთ პირობებში ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე - სადაზღვევო ინდუსტრიაზე დარტყმა პრობლემებით დახუნძლულ ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42