ე.წ. ​ციანიდის საქმე - ხელისუფლება დამატებით კომენტარს არ აკეთებს, ოპოზიცია შოთაძეს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 10:23, 17 Feb, 2017     1951
ე.წ. ​ციანიდის საქმეზე ხელისუფლებისა სა ოპოზიციის შეფასებები კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

რეზონანსულ საქმეზე ოპოზიცია მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. მათი თქმით, პროკურატურის გავრცელებული ინფორმაცია ფარსია.

ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული დეტალებისა და მტკიცებულებების გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს ნაციონალურ მოძრაობა.

ნიკა მელიას თქმით, პროკურატურამ, პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„ყველა ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ჰქონდა ღრმა რწმენა, რომ საუბარია პატრიარქზე და უმაღლეს სასულიერო პირზე. დღეს, როცა პროკურატურა და ქართული ოცნება საუბრობს, რომ იცით რა სასულიერო პირი არაფერ შუაში არ არის, როგორც მინიმუმ ეს არის შემთხვევა, რომ პრემიერმინისტრი, პროკურატურა და მთელი ქართული ოცნება გამოვიდეს პირდაპირ ეთერში და მთელ საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას არ ენდობა.

„გამოდის, რომ არც პატრიარქზეა საუბარი, აღარც უმაღლეს საეკლესიო იერარქებზე და თურმე საერთოდ შორენა თეთრუაშვილზეა და ბოლოს შეიძლება რომელიღაცა კარისკაცამდე ჩავიდნენ, რომელიც ბერლინში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივია, სანდოობა ამ გამოძიების და მთლიანად ამ წარმოდგენის არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩიხი, სადაც შევიდა მთავრობა და დღევანდელი განცხადებებიდან რაც ჩანს, არ აპირებენ ამ ჩიხიდან გამოსვლას,“ - აცხადებს

პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე შეფასებებისგან თავს იკავებს.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, მთავარია დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გვაქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42