,,ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია“ - უგულავა
პოლიტიკა - 20:27, 16 Feb, 2017     4726
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა

,,გაუგებრობა არაადექვატური და არასწორი შეფასებაა. გაუგონარი რამ ხდება. ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული პრემიერ მინისტრით და უმრავლესობის დეპუტატებით, პრაქტიკულად გლოვის მდგომარეობაში გვარწმუნებდნენ იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა. ჩვენ მივიღეთ სურათი, რომლის ახსნა არის ერთადერთი - ეს არ არის გაუგებრობა, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის. ამას სხვა ახსნა არ აქვს. პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას მოუვიდა ნაადრევი სტარტი და ამ ისტორიიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთადერთი დასკვნა, რომ ხელისუფლება აპირებს უხეშად ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში. მინდა ყველას ავუხსნა, რომ საპატრიარქო და ეკლესია თავის წინამძღოლს ირჩევს თავად და ხელისუფლება ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს. საქართველოს ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან. დაუშვებელია ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით. ვინაიდან ძირშივე გამოჩნდა, რომ მთლიანად ეს ტყუილზე აგებული, ოპერაციის მომდევნო ყველა განცხადება არის სპირალში შესვლა აი ამ ტყუილის. ან იმდენად უნიათოები და არაკოორდინირებულები არიან თავის საქმეში, რომელიც კანონით ავალიათ, ან მეორე, უფრო ლოგიკური - გადაწყვიტეს მოქმედება დაეწყოთ, ჩარეულიყვნენ იქ, სადაც მათი საქმე არ არის. ამას ვამბობ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ვიხილეთ. “ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42