,,ოლიგარქის ბუნებაა, დაიმორჩილოს ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი და მათ შორის ეკლესია“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 20:24, 16 Feb, 2017     1403
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს იმის პრეტენზია, რომ მაქსიმალური გავლენისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული ეკლესია.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში როგორი განცხადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან - არაადეკვატური, დამაბნეველი, უადგილო, უპრინციპო, კონფრონტაციული, მაგრამ ორშაბათს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, ამ ყველაფერთან ერთად, დაემატა უპასუხისმგებლობა და უზნეობა.

რასთან გვაქვს საქმე, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ასეთ მდგომარეობაში? ზოგადად ოლიგარქის ბუნებაა, რომ დაიმორჩილოს, გააკონტროლოს და გავლენის ქვეშ მოაქციოს ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი და რა თქმა უნდა მათ შორის ეკლესია.

კვირიკაშვილი საუბრობდა დღეს, რომ სპეკულაციები მოყვა ამ ამბავსო და ეს სივრცე სპეკულაციებისთვის ვინ დატოვა?!

ასევე, გაჩნდება კითხვა, რატომ ჩაიგდებდა ხელისუფლება თავს ამ მძიმე მდგომარეობაში?! უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგნენ და მზად არ იყვნენ დამაჯერებელი პასუხისთვის!

თავდაპირველი გეგმა სხვაგვარი იყო როგორც ჩანს, და ჯერ არ ვიცით, მას შემდეგ რაც ეს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გახდა ცნობილი, მთავარმა პროკურორმა ბრიფინგი გააკეთა და თქვა, რომ აღკვეთილი იყო დანაშაული უმაღლესი სასაულიერო პირის მიმართ. ამის შემდეგ სხვა არანაირი განცხადება არ გაკეთე ბულა და ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს პატრიარქს ეხებოდა. დღეს კი ცნობილი ხდება რომ აქ არაფერს შუაშია სასულიერო პირი.

ვატყობთ ნირწამხდარია მთელი ქართული ოცნება და რეალურად საპასუხოც კი არ აქვთ და მიედ-მოედებიან უარგუმენტოდ ყველაფერს. ოლიგარქის ბუნებაა, რომ ყველაფერს და ყველას მართავდეს და განსაკუთრებით ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. ყველაზე მეტად ავტორიტეტული, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ეკლესია „ - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42