"ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს"- აშშ-ის თავდაცვის მდივანი
პოლიტიკა - 19:42, 16 Feb, 2017     1584

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ნატოს საერთაშორისო მისიებში გაღებული წვლილისთვის:

„ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო,“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ჩვენთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაფორმებული მემორანდუმით და უსაფრთხოების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით გამოიხატება, სოლიდურ საფუძველს გვაძლევს განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე მე საზოგადოებას მრავალგზის მივაწოდე ინფორმაცია. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ქვია“.-განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42