„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, განმუხური-ფიჩორის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დათო ცერცვაძე მაშინ გაიტაცეს როცა ის მეგობართან ერთად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდა. ცერცვაძესთან ერთად მყოფმა პირმა გაქცევა შეძლო. მისი ვარაუდით დაკავაბეული ოკუპირებული გალის მიმართულებით წაიყვანეს.
ცნობილია, რომ საქართელოს კონტორლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები ხშირად გადმოდიან იტაცებენ საქონელს და აფხაზეთში გადააქვთ.
საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი "ნიუპოსტს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცერცვაძის დაკავება ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
მასალის გამოყენების პირობები






