"ქრთამი არა ტოროლა! კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს" - ზაზა ჭაია
პოლიტიკა - 18:41, 16 Feb, 2017     6399
„სამართალდამცავთა ლიგის“ წევრი ზაზა ჭაიას "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და მისი გავრცელების ირგვლივ კითხვები აქვს.

ჭაია დეპუტატ თალაკვაძის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ საქმე ,,ქრთამის მიცემის" გამო კი არა, არამედ ,, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის" - საქ. სსკ-ის 159-ე მუხლით მიმდინარეობს
"ქრთამი არა ტოროლა!14 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ბ-ნმა ა. თალაკვაძემ პრესკონფერენცია გამართა და ,,გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებებზე" დაყრდნობით, სამართალდაცველებს ,,ფაქტის სამართლებრივი შეფასებსკენ" და ,,სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ" მოუწოდა. ბ-ნი თალაკვაძე სამართალდაცველთა ,,შეგულიანებით" ,,არ დაკმაყოფილდა" და აშკარად სხვის მიერ დაწერილ ტექსტში, ბ-ნ გვარამიას ,,ბრალის" პასაჟები წაიკითხა. ბ-ნმა თალაკვაძემ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გვარამია, ,,სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით" და სამართალდაცველებს ,,ბრალეული პირების გამოვლენა", ქართულად, რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი ტელოკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის დაკავება, ისე მოსთხოვა, რომ არც გაწითლებულა. თუ ქუხილია ქუხილი იყოსო, იფიქრა ბ-ნმა თალაკვაძემ და გვარამიას წინააღმდეგ ,,სამართებლივი რეაგირება", ჩვენს ენაზე - დაკავება, საქართველოში, ,,კორუფციული გარიგებების" აღმოფხვრის, ,,წინაპირობად და გარანტიად" გამოაცხადა. სულო ცოდვილო, ბ-ნო არჩილ, ან თქვენ რას წვალობდით, ან იურისტებს რატომ აწვალებდით ამ ტექსტის წერით, პირადად, რომ გეთხოვათ გვარამიასთვის, შენი ციხეში ჯდომით საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრებაო, გარწმუნებთ გვარამია თავის ფეხით წავიდოდა იქ, სადაც მისი ხილვის წყურვილი ასე გკლავთ. ახლა კი მოკრძალებული შეფასებები საზოგადოებისთვის. გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელზეც ასე წუხს ბ-ნი თალაკვაძე, უკანონოდ მოპოვებული, ანუ მოპარული იქნა, გვარამიას, პირადი კომპიუტერის სამსახურეობრივი სერვერიდან და უკანონოდ იქნა გავრცელებული. საქმეც ,,ქრთამის მიცემის" გამო კი არა, არამედ ,, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის" - საქ. სსკ-ის 159-ე მუხლით მიმდინარეობს. ბ-ნი თალაკვაძე არ ინტერესდება:1. თუ როგორ შეაღწიეს გვარამიას კომპიუტერში.2. თუ ვინ შეაღწია გვარამიას პირად კომპიუტერში.3. თუ როგორ მოიპოვეს გვარამიას კომპიტერიდან ჩანაწერი.4. თუ ვინ მოიპოვა გვარამიას კომპიტერიდან აუდიო ჩანაწერი.5. თუ ვინ გაავრცელა გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერი.ან კი გვარამიას კომპიუტერში შეღწევა და პირადი მიმოწერის დარღვევა რაში ანაღვლებს, დეპუტატი, ,,იურიდიულად", ხომ ქრთამის მიცემას ,,უჩხიკინებს". თუმცა ბ-ნი თალაკვაძე ქრთამის ნაწილშიც ,,მოიკოჭლებს". სახ. უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქ. სსსკ-ის მიხედვით, ,,კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს" და გვარამის კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული, აუდიო ჩანაწერის ,,ექსპერტიზა", მის ციხეში გამოკეტვის საბაბად ვერ გამოდგება. ,,სამწუხაროდ", გვარამია, ვერც ,,ქრთამის მიცემა" საქ. სსკ-ის 339-ე მუხლში ,,ჯდება", მატერიალურად ქრთამი მას არავისთვის გადაუცია, ხოლო ,,ქრთამის შეთავაზება" იმითაც ბათილდება, რომ გვარამიას ,,სასარგებლოდ", ბ-ნ ახვლედიანს არ ,,განუხორციელებია რაიმე ქმედება მიზნის მისაღწევად" და თანამდებობიდან ,,სკანდალურად" არ გადამდგარა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ,,სკანდალურად", იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა. რაღა დაგვრჩა ბ-ნო არჩილ? 1 საათიანი გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის 30 წუთიან მონაკვეთზე, შსს-ს ,,ექსპერტიზა", ფირის ,,უწყვეტობაზე და ავთენტურობაზე"? თუ 3 პირის ფარული აუდიო ჩანაწერის, 2 პირის ჩანაწერად წარმოდგენა? იმის გათვალისწინებით, რომ გვარამიას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაც შეეძლო, ხოლო ბატონები: გვარამია და ახვლედიანი კატეგორიულად უარყოფენ, ფინანსურ თემაზე საუბარსაც კი, სამართალი რუსთავი 2-ის დირექტორის მხარეს დგას, ხოლო ქართული საზოგადოება ყოველთვის მას იცავს, ვის მხარესაც დგას სამართალი!"- წერს „სამართალდამცავთა ლიგის“ წევრი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42