საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა ევროპამ დადებითად შეაფასა
პოლიტიკა - 18:42, 16 Feb, 2017     1357
საქართველოს ადვოკატთა ასცოციაციის კონკრეტული მოთხოვნები ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭომ (CCBE) დადებითად შეაფასა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორის მდივანმა, დავით ასათიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

CCBE-სგან მიღებული ოფიციალური წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით გადაეგზავნა.

“CCBE-ისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო განვითარების პროცესში განახორციელოს კონსულტაციები ადგილობრივ ასოციაციებთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ ფარგლებში ჩამოყალიბებაში“, - ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტის, რუთვენ გემელის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოითხოვს, საქართველოს მთავარ კანონში, მკაფიოდ დაფიქსირდეს ადვოკატის სტატუსი; პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე მხოლოდ ადვოკატი იყოს წარმოდგენილი და სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისროს დამარცხებულ მხარეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოცაციას, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, გარკვეული ინიციატივები აქვს, რაც კონსტიტუციაში ადვოკატის როლის განმტკიცებას, ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტიებს უკავშირდება. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში მოცემული სიტყვა დამცველი შეიცვალოს ტერმინით - „ადვოკატი“. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც კონსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის ფარგლებშიც ყველა პირს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად, ან ადვოკატის მეშვეობით, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. დაბოლოს, ქონებრივი და არაქონებრივი დავის შემთხვევაში, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მეორე მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“, - განცხადა ასათიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE გახლავთ ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42